ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე განათლების ფორუმს დაესწრო
17-08-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი მარინე ტაბატაძე განათლების ფორუმს დაესწრო.

განათლების ფორუმი „პედაგოგთა კლუბის“ წევრი პედაგოგებისთვის გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრებს დისტანციურ სწავლებასთან და ბულინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე, განიხილეს უცხოური პრაქტიკები ამ მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ „პედაგოგთა კლუბი“ „ქი ქონსალთინგის“ მორიგი პროექტია, რომელიც აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს აერთიანებს და რომლის ფარგლებშიც პერიოდულად, მხოლოდ კლუბის წევრი პედაგოგებისთვის დახურული ტრენინგები და ღონისძიებები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203