ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
17-08-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ჯინა და თეკლა დანელიებმა სააზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, რის გამოც ახალ სასწავლო წელს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დასაჩუქრდებიან. დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

„სკოლის თავისებურებაა, რომ მეცხრე კლასი ერთ-ერთ საკვანძო კლასად ითვლება და ამ დროისთვის დაგროვილი ცოდნის მაღალი ხარისხი მოსწავლეებს წლებია უფასდებათ. განათლების სამინისტრო წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქებით აჯილდოვებს.

ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე: ჯინა დანელია და თეკლა დანელია საკუთარი შრომისმოყვარეობისა და გულმოდგინების წყალობით გახდნენ სამინისტროს რჩეულები. ისინი ახალი სასწავლო წლიდან ნოუთბუქებით დასაჩუქრდებიან.

ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და მომავალშიც ვუსურვებთ არაერთ გამარჯვებას“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203