
2019-2020 სასწავლო წელი ქუთაისის N12 საჯარო სკოლისთვის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, რადგან სკოლა ოქროს მედლის ხუთმა და ვერცხლის მედლის ოთხმა კანდიდატმა დაასრულა.
სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექციამაც, პედაგოგიურმა საზოგადოებამაც და მოსწავლეებმაც ღირსეულად დაძლიეს ყველა გამოწვევა, რომელიც პანდემიის გამო შეიქმნა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში და ეროვნული სასწავლო გეგმაც ზედმიწევნით შეასრულეს.
ამ ყველაფრის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება კი ისაა, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობამ უმაღლესი ქულები მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.