„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ჰენრიკო ბებოს გვაცნობს
17-08-2020

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობას შეუერთდნენ. მოსწავლეები სოფლისა და ასაკოვანი თანასოფლელების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს იძიებენ და ალბომს ქმნიან.

ამჯერად, იანეულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი ქალბატონ ჰენრიკო უჯმაჯურიძეს გვაცნობს:

„მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც ყოველ დილით სამსახურში მიიჩქაროდა, ეს იყო მისი მეორე ოჯახი, გარემო სადაც მთელი ახალგაზრდობა გაატარა 81 წლის ქალბატონმა, ჰენრიკო უჯმაჯურიძემ, მას 2 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს, საუკეთესო ოჯახში აღზრდილი, შემოქმედი, მხიარული, მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე - ასეთია ჰენრიკო ბებო, რომელიც დღესაც ახალგაზრდული ენერგიით უდგას ოჯახს გვერდით; განიცდის და გული ტკივა მეუღლის გარდაცვალების გამო, მისი მეუღლე იყო ჩვენი სოფლის მკვიდრი სულიკო ვაჩეიშვილი. ჰენრიკო ბებოს უყვარს კუთხე და ამაყობს სოფლით, სადაც ცხოვრობს.

დიდხანს სიცოცხლე, ჩვენი კუთხის ხალისიანო და მოსიყვარულე ჰენრიკო ბებო, უფალი გფარავდეთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203