
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საყულიის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარამტებით დასრულდა და კურსდამთავრებულებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.
წელს საყულიის საჯარო სკოლას რვა მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები დისტანციურ სწავლებაში და ეს ყველაფერი უდავოდ აისახა მათ შემდგომ წარმატებაზე.
„ეროვნულ გამოცდებზე ოთხი მოსწავლე გავიდა, რომელთაც წარმატებით გადალახეს ბარიერი. საყულიის საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს სკოლის კურსდამთავრებულებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.