იყალთოს საჯარო სკოლის 13 კურსდამთავრებულიდან 2 ოქროსმედალოსანია - დირექცია და პედაგოგები თავიანთ აღზრდილებს წარმატებას ულოცავენ
17-08-2020

თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. ამას მოწმობს მათი შედეგები. 13 კურსდამთავრებულიდან სკოლას ორი ოქროს მედალოსანი ჰყავს: ლია გიგოლაშვილი და მარიამი შიშმანაშვილი.

ლია ექიმობაზე ოცნებობს, მარიამს კი ეკონომიკა აინტერესებს. ორივე მათგანმა ისევე, როგორც სხვა აბიტურიენტებმა, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ თავიანთ აღზრდილებს წარმატებას და უსურვებენ ბედნიერ მომავალს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203