გუმბათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
17-08-2020

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის 11 კურსდამთავრებულიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 8 აბიტურიენტი გავიდა და წარმატებით ჩააბარა.

ლინდა ხიმშიაშვილი, ანა ძირკვაძე, მურად კახაძე, ლია შავაძე, ხატია კახაძე, რუსუდან გელაძე, ლევან პაპიძე და ზეინაბ კოჩალიძე საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, ასევე პედაგოგებს გაწეული შრომისათვის. დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ მიღწევას და კვლავ ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203