
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ლია ხაჩიშვილმა და მარიამ კირვალიძემ საშუალო საფეხური წარმატებით დაასრულეს.
მათ კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგებით.
გარდა ამისა, სკოლას საბაზო საფეხურის წარმატებული მოსწავლეები ჰყავს: სოფო მღებრიშვილი, საბა ჩიტაშვილი და გიორგი მანთაშაშვილი.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მათ საბაზო და საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებას.