ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიკა ბუზალაძემ და თაია ქეთელაურმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
17-08-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიკა ბუზალაძემ და თაია ქეთელაურმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.

მოსწავლეები წარჩინებული სწავლისთვის ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.

„ქისტაურის საჯარო სკოლა ულოცავს ლიკა ბუზალაძეს და თაია ქეთელაურს საბაზო საფეხურის  დასრულებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203