
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია პედაგოგი რუსუდან ფხაკაძე. მასწავლებელი საინტერესო ამბების მოსაყოლად მოსწავლე ნანო ღვინიანიძემ გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო