თბილისის N149 საჯარო სკოლას 4 მედალოსანი ჰყავს, 33-მა აბიტურიენტმა კი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
14-08-2020

თბილისის N149 საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წელს საშუალო საფეხური დაასრულა 39-მა მოსწავლემ და აქედან 4 მედალოსანია. 

ოქროს მედლის ერთი კანდიდატი - ანა ლოლაძე, ხოლო ვერცხლის მედალს მიიღებენ: ანა ადამაშვილი, თამარ ჩიხლაძე და სანდრო გუდიაშვილი.

ეროვნულ გამოცდებზე კი სკოლის 33 მოსწავლე გავიდა, რომელთაც წარმატებით გადალახეს  ბარიერი, მათ შორის კი უმაღლესი ქულები შემდეგმა მოსწავლეებმა მიიღეს:

თამარ ჩიხლაძემ, ქართულ ენისა და ლიტერატურის ტესტში უმაღლესი 70-დან, 67 ქულა აიღო, ინგლისური ენაში კი- 77; ასევე უცხოური ენის გამოცდაზე მარიამ ნიჟარაძემ 79, ანა ლოლაძემ - 78, დავით ბერაძემ - 76, დავით კასოევმა - 76, გიორგი თორიამ - 76, ანა კენჭიაშვილმა - 76 და სანდრო გუდიაშვილმა 75 ქულა მიიღეს.

ისტორიის გამოცდა ანა ლოლაძემ - 60, ზაურ კახნიაშვილმა - 57, მარიამ მარიდაშვილმა -56, ანა ადამაშვილმა - 55, ხოლო დავით კასოევმა 55 ქულით ჩააბარეს (უმაღლესი ქულა 60); 

რაც შეეხება ბიოლოგიის გამოცდას, მარიამ ნიჟარაძემ, უმაღლესი 70-დან, 68 ქულა მიიღო.

N149 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს სკოლის კურსდამთავრებულებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203