ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ეროვნული გამოცდები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ჩააბარა
14-08-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლა ფართე საზოგადოებას ამჯერად ვერცხლის მედლის კანდიდატს, თამარ თედორაძეს აცნობს, რომელმაც ეროვნული გამოცდები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, წარმატებით ჩააბარა:

„თამარ თედორაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებული და ვერცხლის მედლის კანდიდატია. მან წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტობის მოლოდინშია. უკან დარჩა მოსწავლეობის 12 წელი, დისტანციური გაკვეთილები და ბოლო ზარი სოციალურ ქსელში... და, რაც მთავარია, თამარი ის მოსწავლეა, რომელსაც რეპეტიტორთან არ მოუმზადებია ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები. მან და მისმა მეგობრებმა დაამტკიცეს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნითაც პირველივე ცდაზე შეიძლება გახდე სტუდენტი. ერკეთის საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს თავის წარმატებულ მოსწავლეებს და ყველა კურსდამთავრებულს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203