იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევის სტუმარია მოსწავლე თათა ამაღლობელი
14-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თათა ამაღლობელი. თათა სკოლაში ძმასთან ერთად სწავლობს, მისი ბებია თამარ ხმელიძე ამავე სკოლის პედაგოგი იყო. ამ სკოლაში სწავლობდა მისი დიდი ბაბუა სერგო ამაღლობელიც - ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი. მოსწავლე თავის წინაპრის შესახებ გვიყვება.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203