
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა და ოქროსმედალოსნებმა ეროვნული გამოცდები მაღალი ქულებით ჩააბარეს.
მარიამ ბექაურმა ინგლისურ ენაში 80-დან 78 ქულა აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან - 59, ხოლო ისტორიაში 60 ქულიდან - 56.
სოფო მკერვალიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 64, უცხოურ ენაში 79, მათემატიკაში კი 56 დაიმსახურა.
„2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა ყველასთვის საინტერესო და შედეგიანი აგრეთვე ჩვენი აბიტურიენტებისათვის და ოქროს მედალოსნებისთვის.
სოფო მკერვალიძე და მარიამ ბექაური - მათ ასახელეს სკოლა საკუთარი მაღალი შედეგებით.
წარმატებები ბავშვებო, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ. ვამაყობთ თქვენით, რომ ამ პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლის შედეგად, ასეთი მაღალი შედეგები წარმოაჩინეთ და ასახელეთ სკოლა და სკოლის პედაგოგები“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები