
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარას საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე წელიც წარმატებით გააცილა. წელს სკოლას საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.
გიგი ბოლქვაძე და თამთა თხილაიშვილი წარჩინებული სწავლისთვის ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.