ჭარნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
13-08-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, იყენებდნენ ონლაინ-პლატფორმებს და მეთორმეტეკლასელებიც, დისტანციურად, თუმცა ცხოვრების ახალ გზაზე ღირსეულად გააცილეს.

თავის მხრივ კი კურსდამთავრებულებმა, ჭარნალის საჯარო სკოლა ეროვნულ გამოცდებზე ასახელეს, რადგან პირველადი შედეგების მიხედვით, მათ ყველა ტესტი წარმატებით დაძლიეს.

„სკოლაში გვყავდა 22 კურსდამთავრებული; მათგან ერთი ვერცხლისმედალოსანი ნინო სარჯველაძეა. ახლა, როდესაც ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, ისიც ცნობილია, რომ ჭარნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს საკუთარ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას, ამაყობს მათი შედეგებით და უსურვებს, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახალ ცხოვრებაში, უკვე სტუდენტების სტატუსით გადადგამენ, წარმატებებსა და კარიერულ წინსვლაზე იყოს ორიენტირებული“, - აღნიშნულია ჭარნალის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203