
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე წელი წარმატებით დაასრულა და წელი ოქროს მედლის შვიდი კანდიდატით გააცილა.
„აკაკი ალთუნაშვილმა, თორნიკე ნესუაშვილმა, ანი იოსებაშვილმა, მარიამ მათარაშვილმა, მარი მებაღიშვილმა, გოგა ჭიჭიკოშვილმა და ნინო სოსებაშვილი საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, მშობლიური სკოლის კედლებსაც ოქროს მედლებით ხელდამშვენებულები დაემშვიდობნენ და ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს.
წელს, სამწუხაროდ, ვერცხლის მედალოსანი სკოლას არ ჰყავს. მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი როგორც ონლაინ-სწავლებას, ასევე ეროვნულ გამოცდებს“, - ნათქვამია ველისციხის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.