მატნის N1 საჯარო სკოლას ერთი ოქროსმედალოსანი და საბაზო საფეხურის ოთხი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
13-08-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლას ერთი ოქროსმედალოსანი და საბაზო საფეხურის ოთხი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ 2019-2020 სასწავლო წელი მრავალი გამოწვევითა თუ ბარიერით გამოირჩეოდა, მატნის N1 საჯარაო სკოლის დირექციაც, პედაგოგიური საზოგადოებაცა და მოსწავლეებიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და დღეს, როდესაც სასწავლო წელი დასრულებულია, ონლაინ-სწავლების შედეგებზეც უკვე თამამად შეგვიძლია მსჯელობა.

ოქროსმედალოსანი თამუნა ექვთიმიშვილი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მატნის N1 საჯარო სკოლაში ყველა ბარიერი დაძლიეს და ასევე ჰყავთ საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები.

ლიზი ტეტერაშვილი, თეკლა ხოხობაშვილი, ნანუკა ხოხობაშვილი, სოფიკო ზურაბაშვილი სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის ლეპტოპებს მიიღებენ.

სასკოლო საზოგადოება ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებულების მიღწევებით და წინსვლას უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203