
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის N2 საჯარო სკოლის საბაზო საფეხური შვიდმა მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა, რისთვისაც ისინი, სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
აქედან გამომდინარე, განძის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ღირსეულად დაძლიეს დისტანციური განათლების ყველა გამოწვევა და ეროვნული სასწავლო გეგმაც ზედმიწევნით შეასრულეს.