
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები. სკოლის დირექცია და მასწავლებლები მათ სასურველ ფაკულტეტებზე სწავლას უსურვებენ.
„სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულების წარმატებებით და უსურვებს მათ სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოსწავლეები დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ჩვენ მუდამ ვიამაყებთ მათით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.