
2019-2020 სასწავლო წელს, ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მზია შევარდნაძემ, მეთერთმეტეკლასელებთან გრძელვადიანი სასწავლო პროექტ „გამოძახილის“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრონ XIX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება, ეპოქის მაჯისცემა, დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული სევდა, ტკივილი, ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის...
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები შესაბამის მასალაზე დაყრდნობით იკვლევდნენ, თუ როგორ აისახა თანამედროვე ლიტერატურაში მე-19 საუკუნის ეპოქა; აკვირდებოდნენ თანამედროვე მწერალთა თუ პოეტთა ხედვას, აფასებდნენ მიმდინარე მოვლენებს...
მართალია, აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ, პანდემიის პირობებში, Teams-ის პლატფორმაზე გადაინაცვლა, მაგრამ ამჟამად, მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, პრეზენტაცია კი ახალ სასწავლო წელს, ოქტომბერში გაიმართება.