წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელმა და მშობლებმა დენდროლოგიური პარკი დაათვალიერეს
13-08-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე და მშობლები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდნენ.

„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისათვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

მოვინახულეთ „საქართველო მინიატურებში“ და მუსიკოსთა პარკი. 

ექსკურსია საკმაოდ საინტერესო, სანახაობრივი და შთამბეჭდავი გახლდათ. მადლობა ჩემს გულისხმიერ მშობლებს გვერდით დგომისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203