თბილისის N190 საჯარო სკოლის რვა მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ლეპტოპები გადაეცემა
13-08-2020

თბილისის N 190 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცემათ.

ელენე ჩხიკვაძე, ბექა სიხუაშვილი, ლუკა ინასარიძე, ლინა ჩინჩალაძე, მარიამ კიკოლაშვილი, მარიამ გორგიაშვილი, გიორგი მაისურაძე, თამარ მდინარაძე თბილისის N190 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები არიან.

სკოლის დირექცია, ასევე პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ მათ საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას და წინსვლას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203