ძევრის საჯარო სკოლის პედაგოგები I-IV კლასის მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ
13-08-2020

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეებზე ზრუნვას ზაფხულშიც განაგრძობს.

პედაგოგები მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგებს საინტერესოდ და შემოქმედებითად ატარებინებენ.

„ცეროდენა“ - ასე ჰქვია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილ ბანაკს, სადაც მასწავლებლები ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ასე გამოეხმაურა ბანაკის ფუნქციონირებას:

„ცეროდენა“ - არაჩვეულებრივი ბანაკი 1-4 კლასის მოსწავლეებისა...ბრავო პედაგოგებს ლუიზა, ლალი, მარინა...ბრავო მშობლებს...“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203