
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო და საშუალო საფეხური წარმატებით დაამთავრეს.
სკოლას 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.
გარდა ამისა, საბაზო საფეხურის 6 მოსწავლე, წარჩინებული სწავლისთვის, ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და პორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდება.
დირექცია წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავს მიღწეულ შედეგს.