
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები და ოქროს მედლის კანდიდატები არიან: თეონა გულიაშვილი, თეონა საჩიჩელაშვილი, თინა ბეროშვილი, გიორგი ჯიქურაშვილი, ირაკლი მღვლიაშვილი და თამუნა კორკოტაშვილი.
გარდა ამისა, საბაზო საფეხურის 4 წარჩინებული მოსწავლე: თათული ბარიხაშვილი, ლევან გულიაშვილი, თამარ ელისაშვილი და თეკლე ტეტელოშვილი, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ახალ სასწავლო წელს ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.