ბაკურციხის საჯარო სკოლის ოქროს მედლის 4-მა კანდიდატმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო
13-08-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაკურციხის საჯარო სკოლას ოქროს მედლის 4 კანდიდატი ჰყავს. ესენი არიან: მარი ბერიძიშვილი, ანი ბერიძიშვილი, ნათია ყარამნიშვილი და ელდარი სამადაშვილი.

წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდებიც მაღალი ქულებით ჩააბარეს და პედაგოგები ასახელეს.

სკოლის დირექტორმა მაკა კუპრაშვილმა კურსდამთავრებულებს მიღწეული შედეგი მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203