შემოქმედის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
13-08-2020
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური მოსწავლეებმა: ნათია გუმბერიძემ, თამარ ონიანმა და ანასტასია ვაშალომიძემ წარჩინებით დაასრულეს.
მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.