ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
13-08-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტობას მოუთმენლად ელოდებიან. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ კურსდამთავრებულებით და მათ წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ.

„მსოფლიოში შექმნილი რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის სკოლების უმრავლესობამ შეძლო ერთგვარი საგანმანათლებლო კოლაფსიდან გამოსვლა. თვეების განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი მოსწავლე -მასწავლებელი - მშობელი ღირსეულად გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის (დირექტორი ინგული ვართუმაშვილი) პედაგოგთა უდიდესი ძალისხმევის შედეგად განათლების მიღმა არ დარჩა თითქმის არც ერთი მოსწავლე, რადგან ისინი აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და კურსდამთავრებულების უმრავლესობა ყოველთვის მობილიზებულია ცოდნის მისაღებად. ამჯერადაც, ხუთი მოსწავლიდან სამი სტუდენტი გახდა, რაც უდაოდ მიგვანიშნებს არსებულ ურთულეს პერიოდში პედაგოგებსა და მოსწავლეს შორის აქტიურ/ ჯანსაღ საგანმანათლებლო კომუნიკაციაზე.

ვულოცავთ სტუდენტობას ჩვენს კურსდამთავრებულებს: მარიამ წოწკოლაურს, თორნიკე ოდიშელიძეს და დათო ბედოშვილს (დამრიგებელი ლალი ვადიშვილი). დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ისეთივე გამორჩეული სტუდენტები იქნებიან, როგორი მოსწავლეებიც იყვნენ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203