ინფორმაცია მასწავლებლისთვის, ვისაც კრედიტქულები აკლდებათ - ახალი ბრძანება ამოქმედდა
23-08-2020
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პრაქტიკოსი პედაგოგების იმ ნაწილს შეეხება, რომელსაც 10 კრედიტქულა არ აქვთ მოპოვებული. კერძოდ:

იმ პედაგოგს, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენციის ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, შესაძლებლობა აქვს დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება პედაგოგებისთვის სიახლე არ არის და 19 კრედიტქულის შესავსებად 5 კრედიტიანი ტრენინგი უკვე დაწყებულია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203