თბილისის N142 საჯარო სკოლის მედალოსანმა ლუკა ნიშნიანიძემ ეროვნული გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩააბარა
13-08-2020

თბილისის N142 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მასწავლებლები ასახელეს და ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აქვთ. სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ აბიტურიენტებს მიულოცა წარმატება.

სკოლის ერთ-ერთი მედალოსანი, რომელმაც გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩააბარა, ლუკა ნიშნიანიძეა.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდების ქულათა შედეგებით ოცეულში მოხვდნენ: ლიკა ხანიკაშვილი, ნიკა ბაიაშვილი, ლუკა ნიშნიანიძე, მარიამ გელაშვილი, ნინო ოყუჯავა.

ვულოცავთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203