ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს საინტერესო ლიტერატურა შესთავაზა
13-08-2020

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მოსწავლეებს დისტანციური სწავლების დროს სახალისო რესურსებს სთავაზობდნენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკარმაც საინტერესო ლიტერატურა შესთავაზა.

„მოგესალმებით, ჩვენი სკოლის IV კლასელებო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შევეცადეთ, სკოლის ბიბლიოთეკასაც თავისი წვლილი შეეტანა თქვენი დროის უფრო საინტერესოდ გატარებაში. სკოლის ბიბლიოთეკარმა - თიკო მასწავლებელმა მოგიმზადათ საინტერესო ლიტერატურა. მოისმინეთ ანოტაცია, წაიკითხეთ წიგნი და შემდეგ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, იქნება ეს ჩანახატის, კომიქსის, დიორამის თუ თქვენთვის სასურველი აქტივობის სახით. საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ წიგნის სამყაროში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203