პატარა ირაგის საჯარო სკოლის ოთხი აბიტურიენტის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
12-08-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ამრიდონ ჩეგიანის სახელობის პატარა ირაგის საჯარო სკოლას ყოველთვის ჰქონდა საფუძველი, ეამაყა საკუთრი მოსწავლეებით და საბედნიეროდ, ამ მხრივ გამონაკლისი არც 2019-2020 სასწავლო წელი აღმოჩნდა.

ლანა ხვიბლიანმა, ანანო გურჩიანმა, ანგელინა კანიდმა და გვანცა ფანგანმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად, ულოცავს საკუთარ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას.

„ვამაყობთ თქვენი შედეგებით და გისურვებთ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახალ ცხოვრებაში, უკვე სტუდენტების სტატუსით გადადგამთ, წარმატებებსა და კარიერულ წინსვლაზე იყოს ორიენტირებული“, - აღნიშნულია პატარა ირაგის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203