სალიბაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასება მიიღეს
12-08-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ამის შესანიშნავი მაგალითია ის სამი მედალოსანი, რომელბმაც ეროვნული გამოცდებიც წარმატებით დაძლიეს და მალე სტუდენტებიც გახდებიან.

სალიბაურის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე და სასკოლო საზოგადოება წარმატებებს უსურვებენ სკოლის კურსდამთავრებულებს:

„მოსწავლის, კურსდამთავრებულის მიღწეულ შედეგს განაპირობებს წარმატებული სკოლა, მაღალი სტატუსის პედაგოგთა სიმრავლე. 2019-2020 სასწავლო წელს  სალიბაურის N2 საჯარო სკოლისთვის სიამაყის საფუძველს ქმნის აბიტურიენტთა მაღალი აკადემიური მაჩვენებელი, განსაკუთრებით კი სამი მედალოსანი, რომელთაც ბევრჯერ ასახელეს სკოლა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში და ამჯერადაც გამოიჩინეს თავი ეროვნულ გამოცდებზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელისო ხოზრევანიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში 57 ქულა, ისტორიაში  48, ხოლო ინგლისურში 70 ქულა მიიღო; თამარ ხმალაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 48, მათემატიკაში 27, ინგლისურში კი 68 ქულა მოიპოვა; მეგი სურმანიძემ კი  ქართულში 50, ინგლისურში 41, ქიმიაში 44 და ბიოლოგიაში 64 ქულით დაძლია ეროვნული გამოცდები და მალე ისინი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტის სტატუსსაც მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203