„შრომისმოყვარეობა და მონდომება ფასდება“ - საშაბუროს საჯარო სკოლის 3-მა აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
12-08-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის საშაბუროს საჯარო სკოლის 3-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. სკოლის დირექცია ყველა აბიტურიენტს მიღწეულ შედეგს ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„შრომაა უდიდესი სიქველე ამ ქვეყნად“

„საშაბუროს საჯარო სკოლას სამი აბიტურიენტი ჰყავდა. ჩვენ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს ყველა აბიტურიენტს წარმატებები ვუსურვეთ.

დასრულდა გამოცდების ვნებათღელვა, ემოციები, ცრემლები სიხარულის, სინანულის, აღფრთოვანების. დასრულდა ჩვენი სკოლის აბიტურიენტებისთვის წარმატებით. სამივე სტუდენტი ხდება.

ნინო ყირიმელს, ხატია ირემაშვილს და ზურაბ ზურაბაშვილს ვულოცავთ ამ წარმატებას. ვუსურვებთ ცხოვრების ამ დიდ და რთულ გზაზე ღირსეულად ევლოთ. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით გვეამაყოს.

მადლობა მათ ამ წარმატებისათვის და დაგვეთანხმებიან, შრომისმოყვარეობა და მონდომება ფასდება ისე, როგორც მათ დაუფასდათ.

ჩვენ კი, პედაგოგებმა, მცირე წვლილი შევიტანეთ მათ დიდ წარმატებაში, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო დისტანციურად ბევრი რამის გაკეთება.

საქართველოს მაშტაბით ყველას, ვინც სტუდენტი გახდა ვულოცავთ და ვუსურვებთ უფრო და უფრო მეტ წარმატებებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203