გალავნის საჯარო სკოლის 14-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
12-08-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის 2020 წლის 17 კურსდამთავრებულიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები 14-მა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დარჩენილი 3 მოსწავლე პროფესიულ განვითარებას სპორტული განხრით გეგმავს და მათ დიდი სამომავლო გეგმები აქვთ.

წარმატებული მოსწავლეების დამრიგებელია ნინო კვანჭიანი.

„კლასი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, პროექტებსა, ღონისძიებებსა თუ შემეცნებით კლუბებში მონაწილეობით. 12 წლის განმავლობაში ბევრჯერ ასახელეს სკოლა, ახლა კი თავიანთი წარმატება ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შეფასებებით დააგვირგვინეს.

სკოლა ულოცავს თითოეულ მათგანს წარმატებას და უსურვებს მაღალ პროფესიულ განვითარებას!“ - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203