
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩიხარეშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო ავალიანმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენის ტესტებში უმაღლესი ქულები აქვს.
ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ ნინო ავალიანს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებენ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე.