თბილისის N190 საჯარო სკოლას 5 მედალოსანი ჰყავს
12-08-2020

თბილისის N190 საჯარო სკოლამ ღირსეულად დაძლია ყველა ისე გამოწვევა, რომელიც პანდემიის გამო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შეიქმნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

N190 საჯარო სკოლას ოქროს მედლის ოთხი და ვერცხლის მედლის ერთი კანდიდატი ჰყავს:

მარიამ აბუაშვილი,  ხატია გიგინეიშვილი, ნინო მაისურაძე,  ქეთევან სიხარულიძე მალე საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლებს მიიღებენ, ხოლო ნიკოლოზ ბერუაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდება.

თბილისის N190 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს და მას შემდეგ, რაც საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების რანგში ამაყად შეაბიჯებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203