ხელედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 100%-იანი გრანტის კანდიდატია
12-08-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხელედის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის კურსდამთავრებულები ახლა ეროვნულ გამოცდების საბოლოო შედეგებს ელიან. 

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული აბიტურიენტი კი მარიამ აფაქიძე გახლავთ, რომელმაც ხელედის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მომავალ პროფესიად სამართალმცოდნეობა აირჩია და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებით 100%-იანი გრანტის კანდიდატია.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ მარიამის წარმატებით, ულოცავენ მას და წინსვლას უსურვებენ ცხოვრების ახალ ასპარეზზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203