აგარის საჯარო სკოლის აბიტურიენტმა ქართულისა და უცხოური ენის გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღო
12-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის, აგარის საჯარო სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას საამაყო ნამდვილად აქვს, რადგან მედალოსანმა კურსდამთავრებულმა, ნინო მარკოიძემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ნინომ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენის ტესტებში უმაღლესი ქულები აიღო, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მალე აგარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას.

სკოლის დირექტორი გურამ მარკოიძე და პედაგოგიური საზოგადოება, ულოცავენ ამ დიდ წარმატებას და უსურვებენ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203