განძის N2 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 5 კანდიდატი ჰყავს
12-08-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის N2 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ამის ნათელი დადასტურებაა ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საშუალო საფეხური წარჩინებით დააგვირგვინეს.

განძის სკოლის ხუთი მოსწავლე: ზ. ათორაკალიანი, მ. სლდოიანი, ო. ბადიშიანი, მ. გარიბიანი, ო. ჯანამიანი - ოქროს მედლის კანდიდატია. მათ მშობლიური სკოლის კედლები ოქროს მედლებით ხელდამშვენებულებმა დატოვეს, ხოლო ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი ქულები მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, განძის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საკუთარი მიღწევებით კმაყოფილები არიან და ელიან, როდის შეაბიჯებენ უმაღლესი სასწავლებლების კარს სტუდენტების რანგში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203