„ვუსურვებთ, ბევრჯერ დაელაშქროთ წარმატების მწვერვალები“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის 13 მედალოსანი და საბაზო საფეხურის 13 წარჩინებული მოსწავლე
12-08-2020

საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სკოლის კურსდამთავრებულთა შორის 13 მედლის კანდიდატია, 13-მა კი საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა და საჩუქრად ლეპტოპი გადაეცემა.

„წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვნო შენი დანიშნულება და მისდიო მას“ - გვჯერა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს გააზრებული აქვთ თავიანთი დანიშნულება, დასახული აქვთ მიზანი და არ აკლიათ სწრაფვა მის მისაღწვად. ამაში ჩვენი მასწავლებლების დიდი წვლილიცაა.

ვულოცავთ ჩვენს აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს მშობლიური სკოლის, ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

2019-2020 სასწავლო წელი მედალზე დაასრულა 13-მა მოსწავლემ, ესენი არიან: მანანა ენუქიძე, მარიამ გელბახიანი, მარიამ კალმახელიძე, ანა კუსიანი, ნინო ტყავაძე, სალომე ფარქოსაძე, ელენე ცარციძე, ანა ჩხიკვაძე, ელენი მაჭარაშვილი, ლუკა მაჭარაშვილი, საბა აბრამიშვილი, ლუკა ნადირაძე და შოთიკო ჭიღლაძე.

ასევე აღასნიშნავია, რომ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსაგან დაჯილდოვდებიან მოსწავლეები: ნინო ბარბაქაძე, ნინო ქურციკიძე, ნინო შუბითიძე, ლიზი აბჟანდაძე, ლიზი ლობჟანიძე, სალომე კაპანაძე, ნანა ენუქიძე, ქეთევან გურული, ლიკა შუბითიძე, ნონა სამხარაძე, გუგა დვალაშვილი, ლუკა აბრამიშვილი და საბა კაპანაძე.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ, ბევრჯერ დაელაშქროთ წარმატების მწვერვალები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203