
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა.
თათია ჭინჭარაული და ნინო ქავთარაძე ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.