ოზურგეთის N3 საჯარო სკოლასთან არსებული „ჩრდილების თეატრი“ ახალ სასწავლო წელს პრემიერას გეგმავს
12-08-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი რამ თავდაყირა დააყენა, სკოლას საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე უარი არ უთქვამს - უბრალოდ, გარკვეული პროექტები, ასე ვთქვათ, გადავადდა.

იგივე მოხდა სკოლასთან არსებული „ჩრდილების თეატრის“ შემთხვევაშიც, თუმცა ახლა, როდესაც არაერთხელ ითქვა, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყება, „ჩრდილების თეატრიც“ ახალი სეზონისთვის ემზადება -  მალე პრემიერას შემოგვთავაზებენ და როგორც ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, „ჩრდილების თეატრის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათელმა განაცხადა - პანდემიის გამო შეჩერებულ სპექტაკლზე მუშაობა ახალი სასწავლო წლისთვის განახლდება და პრემიერასაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203