სამტრედიის N7 საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია, საბაზო საფეხურის ერთი მოსწავლე კი ლეპტოპით დაჯილდოვდება
12-08-2020

სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე წელი წარმატებით დასრულდა და ამის დასტურად მოსწავლეთა შედეგები შეგვიძლია მოვიშველიოთ. სკოლა უმაღლეს ქულებზე 4-მა მოსწავლემ დაამთავრა.

ოქროს მედლის კანდიდატები არიან: შოთა სტურუა, ტარიელ ჯულაყიძე, მარიამ ლეჟავა და მარიამ მესხიშვილი.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კი მოსწავლე მარიამ ცხვარაძე ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპით დასაჩუქრდება.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203