თბილისის N69 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 7 კანდიდატი და საბაზო საფეხურის 3 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
12-08-2020

თბილისის N69 საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა, რასაც მოსწავლეთა მაღალი შედეგები მოწმობს. 

სკოლის 7 კურსდამთავრრებული ოქროს მედლის კანდიდატია. საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულეს მოსწავლეებმა: ქეთი ჩუმაშვილმა, თათია ქემაშვილმა, მაგდანელა ზაქროშვილმა, ანი შანშაშვილმა, სალომე ჭაღიაშვილმა, თაირა მაღლაკელიძმა და სოფიკო მდინარაშვილმა.

გარდა ამისა, სკოლის სამი მოსწავლე საბაზო საფეხურიდან საშუალოზე მაღალი ქულებით გადავიდა. ესენი არიან: ქეთევან მუსელიანი, ანა შენგელია და მარიამ მახაშვილი.

საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203