„განაგრძეთ მტკიცედ, უფრო მყარად“-ღურტას საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
12-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტას საჯარო სკოლის დირექტორი რეზი იაკობაძე და მასწავლებლები, სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.

„გილოცავთ უკვე სტუდენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების რთულ გზაზე! თქვენ უკეთ იცით, თქვენთვის რაა წარმატება და რისი მიღწევა გსურთ.

ცხოვრება არაა ეროვნული გამოცდები და უფრო რთულ გამოცდებს შემოგთავაზებთ და ყველაზე რთული ეს გამოცდები იქნება!

წარმატების კარი თავად უნდა შეაღოთ და იმედგაცრუება არ იქციოთ ცხოვრების წესად. არც წარსულში ჩარჩეთ და არც მხოლოდ მომავლის გეგმებით გაერთოთ.

არ შეგეშინდეთ დაბრკოლებების და ნურც წარმატება გაგხდით თვითკმაყოფილს.

განაგრძეთ მტკიცედ, უფრო მყარად...

გილოცავთ! - თაკო იაკობაძე, თამრიკო ღორჯომელაძე, დიანა იაკობაძე, გიგა გელაძე, ქეთი მიქელაძე და ნესტან იაკობაძე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203