ჟახუნდერის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ აგვისტოს ომში დაღუპული კურსდამთავრებულის, ალექსანდრე ონიანის ხსოვნას პატივი მიაგო
12-08-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ აგვისტოს ომში დაღუპული კურსდამთავრებულის - ალექსანდრე ონიანის ხსოვნას პატივი მიაგო. ალექსანდრე ონიანი შინდისის ერთ-ერთი გმირია და სკოლაც სწორედ მის სახელს ატარებს. 

„ჟახუნდერის საჯარო სკოლა ატარებს შინდისის გმირის - ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის ალექსანდრე ონიანის სახელს. მისი გმირობიდან 12 წელი გავიდა. ჟახუნდერის საჯარო სკოლის დერექციამ, ადმინისტრაციამ პატივი მიაგო გმირის ხსოვნას. ყვავილებით შეამკეს საფლავი.

სოფლის სპორტულ დარბაზში იმართება შეჯიბრი თამაშდება ალექსანდრე ონიანის თასი, სადაც ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203