
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე წელი წარმატებით დაასრულა. ამის დასტური კი მოსწავლეთა მაღალი შედეგებია. საბაზო საფეხური წარჩინებით სკოლის 6-მა მოსწავლემ დაამთავრა.
წარმატებულ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცემათ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.