წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტ „ჩვენებურების“ ფარგლებში საინტერესო საგანმანათლებლო რესურსები შექმნეს
12-08-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უკვე ორი წელია ხორციელდება პროექტი „ჩვენებურები“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ქართველი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებისა თუ შემოქმედების საფუძვლიან გაცნობას.

პროექტში თავდაპირველად სკოლის 4 კლასი და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგები იყვნენ ჩართულნი. გასულ წელს კიდევ 3 კლასი და ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის თანამშრომლები ჩაერთვნენ და პროექტი ასე გახდა მასშტაბური.

„პროექტში ხელოვნების კათედრაც ჩავრთეთ და ჩვენი ქალაქის საოცრად კრეატიული ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი მარინა ქუთათელაძე, რომელმაც პედაგოგების, მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობით საოცარი საგანმანათლებლო რესურსები შექმნა „ჩვენებურების“ ფარგლებში.

რესურსები ეძღვნება ო. იოსელიანის, ნ. ლორთქიფანიძის, დ. კლდიაშვილის, ნ. ნიკოლაძის შემოქმედების ასახვას. რესურსები, რომლის განთავსება სკოლის ფოიეში იგეგმება, საშურ დახმარებას გაუწევს ლიტერატურისა და შემოქმედების კუთხით დაინტერესებულთ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203